შიშის თუ საფრთხის ჩამოყალიბება, დილის ტურები არიან თუ ღამის მგლები, ჩვენ არ გვეკადრება, აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ვაკის პარკში, ე.წ. ღამის მგლების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.
გამარჯვების ზეიმი და ფაშიზმზე ბრძოლა არ უნდა გადაიქცეს თანამედროვე რუსული პოლიტიკის ზეიმად საქართველოში, ასე ეხმაურება „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე მოსკოვის ყოფილი მერისა და რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტს.
თბილისში, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მივიდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ზუგდიდში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
თბილისში, ვაკის პარკში ე.წ. ღამის მგლების წევრი ბაიკერები მივიდნენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.
სამხრეთ კორეელები ახალ პრეზიდენტს ირჩევენ მას შემდეგ რაც დიდი კორუფციული სკანდალის გამო პარლამენტმა ყოფილი ლიდერი პარკ ჟინ ჰე იმპიჩმენტით გადააყენა და ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლის ოვალურ ოფისში საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ თვითერზე დაწერა: „მქონდა პატივი დღეს თეთრ სახლში მიმეღო საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად“.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ „ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა“, რომელზეც ქართულმა მხარემ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნირობის გაღრმავების „ძალიან მყარი გარანტიები“ მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.