საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს ხვდება. ინფორმაციას და ვიდეომასალას კვირიკაშვილის ადმინისტრაციის პრესსასმახური ავრცელებს.
ესტონეთში საერთაშორისო სამხედრო სწავლება „Spring Storm 2017“ დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 18-დღიან სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამი ოფიცერი მონაწილეობს, რომლებიც მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში სხვადასხვა ამოცანებს ასრულებენ.
საქართველოში მყოფმა მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას თქვა, რომ საქართველო, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 მაისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0014 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში ჩაერთო და პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომისიის წევრებთან ერთად ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა დღეს შეხვედრა ქალაქ ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობასთან გამართეს.
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ისტორიული უსამართლობის შედეგად ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ. ამ ვითარებაში ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა, პრინციპულად პრობლემურად მიმაჩნია", აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე, ბათუმში გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს მისი ადვოკატები შევლენ. როგორც ისინი აცხადებენ, მომავალი პროცესისთვის დაცვის სტრატეგია უნდა შეათანხმონ, მათ შორის, გეგმავენ შუამდგომლობა პროცესის გახსნაზე კვლავ დააყენონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.