არ შეიძლება მოსამართლეს უწოდო მექრთამე, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, აღნიშნული განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე გააკეთა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დეპუტატებს მართლმსაჯულების სტრატეგია გააცნეს.
ნატოს კვირეულის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს საჯარო ლექცია წაუკითხა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 აპრილი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0134 პუნქტით გამყარდა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის მამაკაცი დააკავეს.
სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა, რობ უენრაითმა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენთან სპეციალური ვიზიტით იმყოფება ევროპოლის დირექტორი ბატონი რობ უენრაითი და ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა ხდება - დღეს საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მანაწილეობა, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ ტარდება.
„ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ამბიციური დღის წესრიგი ნატოსთან მიმართებაში. დღეს საქართველო არის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი პარტნიორობის მქონე ასპირანტი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ყველა ის ფორმატი, რომელიც გვაახლოებს ნატო-ს წევრობისკენ. ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა საქართველო იყოს ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული მონაწილე“ - საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება მიხეილ ჯანელიძემ ნატოს დღეების 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.