საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღევანდელ წირვას სამების საპატრიარქო ტაძარში ჯანრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.
„გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება და პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოსა და მისი გადაწყვეტილების მიმართ საკუთარი ერთიანობისა და მთლიანობის საკითხში, ასევე მისი გადაწყვეტილების მიმართ იყოს წარმატებული და განვითარებული ქვეყანა", - აღნიშნული განცხადება კონგრესმენმა, პიტერ როსკამმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" სტუმრობისას გააკეთა.
„ამერიკელი კონგრესმენებისგან მივიღეთ ცალსახა და მტკიცე მხარდაჭერა თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის საკითხში“, - აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ეროვნულ სასაწვლო ცენტრ „კრწანისში" ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.
აშშ-ის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ იგი არ დაესწრება 29 აპრილს, თეთრ სახლში დაგეგმილ კორესპონდენტების ასოციაციის სადილს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი არიან ცნობილი ადამიანები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები და მას ჩვეულებისამებრ, აშშ-ის პრეზიდენტიც ესწრება.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავსტრიელი ექსპერტების მიერ ორგანიზებული სამთო-სათხილამურო სწავლების მეორე ეტაპი გაიარეს.
ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება.
ინდონეზიელმა ქალმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმის მკვლელობისთვის არის დაპატიმრებული განაცხადა, რომ 400 მალაიზიური რინგიტი (90 აშშ დოლარი) მისცეს იმისათვის, რომ ბავშვური ხუმრობა ჩაედინა - სახეში შეესხურებინა „ზეთის მსგავსი სითხე".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.