შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღთქმა დადო, რომ დაიწყებს მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას „მალე, როგორც ეს დაგეგმილია". აღნიშნული განცხადება ტრამპმა კონსერვატორების კონგრესის წინაშე გააკეთაა. მან განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეები ყოველთვის პირველ რიგში იქნებიან დაყენებული და ააშენებს „დიდ, დიდ სასაზღვრო კედელს".
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა პრეზიდენტს ყოველწლიური ანგარიშის ძირითადი ასპექტები გააცნო, რომლის წარდგენაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პარლამენტში იგეგმება.
გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა.
პარლამენტმა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის, ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის შესახებ განკარგულების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.
დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ ადამიანების სულის ზეობას, ვინც დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის დაპყრობასა და ოკუპაციას, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლების გმირების ხსოვნის მემორიალის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლების გმირების ხსოვნის მემორიალი გახსნა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე პრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, მან და ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერიმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინათ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე პატრიარქს და სინოდის წევრებს ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
კრწანისის სამხედრო ბაზაზე, საერთო საჯარისო ცენტრში სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მსმენელებს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე მიესალმა და წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.