რა თქმა უნდა, ჩვენ შევუერთდებით ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ინიციატივას, რომელიც ამ ხელისუფლების ჩამოსაშლელად იქნება მიმართული, - აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა მთავარი პროკურორის გათავისუფლების შესახებ „ევროპული საქართველოს" ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.

სრულად...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან დღეს დაბრუნდება.

სრულად...

შეერთებულ შტატებში ბაზირებულმა აუქციონის სახლმა განაცხადა, რომ წითელი ტელეფონი, რომელზეც ნაცისტური პარტიის სიმბოლოებია გამოსახული, აუქციონში მონაწილე ერთ-ერთმა მყიდველმა შეიძინა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა. ტელეფონი აღწერეს, როგორც „ალბათ, ყველა დროის ყველაზე გამანადგურებელი ‘იარაღი’“. ნაცისტი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერის ტელეფონი კვირას, შუადღისას გაიყიდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენტ მორიცში სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს შეხვდა.

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები, ცენტრალურ მაგისტრალებზე კი გადაადგილება თავისუფალია.

სრულად...

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი - 1966 წელს დაბადებული ბ.უ. და 1966 წელს დაბადებული ე.ტ. დააკავეს.

სრულად...

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე კომენტარის გაკეთებისას არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა დეზინფორმირებული იყოს და მისი თქმით, თუ ეს ასე არ არის და თავად „მართავს პროცესებს“ და „მას აქვს სწორი ინფორმაცია, თუ რა უდანაშაულო მღვდლის გაწირვის მცდელობასთან აქვს საქართველოს ბოროტ ძალებს ადგილი და ამას აკეთებს, ეს უკვე დიდი დანაშაულია“.

სრულად...

სენატორმა ჯონ მაკკეინმა, დაიცვა რა მედია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ბოლოდროინდელი თავდასხმებისაგან, გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ თავისუფალი პრესის ჩახშობა იმის მანიშნებელია, „თუ როგორ იწყებენ დიქტატორები“.

სრულად...

ყოფილი ავსტრალიელი მორაგბე დენ ვიკერმანი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ავსტრალიის რაგბის კავშირი ადასტურებს.

სრულად...

„ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ფარგლებში გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ანგარიშით - 50:6 დაამარცხეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი