თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ ათასობით ადამიანს სიტყვით არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიმართა.
„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ ათასობით ადამიანს სიტყვით არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, „კურიერის“ წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა მიმართა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში მედიის წინააღმდეგ მორიგი სასტიკი შეტევა წამოიწყო. მან მელბურნში შეკრებილ მის მხარდამჭერებს უთხრა, რომ მედიას არ სურს „სიმართლე მიაწოდოს“ მოსახლეობას და მედიასაშუალებებს თავიანთი დღის წესრიგი გააჩნიათ.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოამზადა შეტყობინების ცნობარი საემიგრაციო აგენტებისთვის, რომლის მიზანიცაა თავშესაფრის მაძიებლებს ადრეულ პროცესშივე ეთქვათ უარი მათი თხოვნების დაკმაყოფილებაზე, რითაც დეპორტაცია დაჩქარდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტად მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის (Cieca) დელეგაცია ეწვია.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღწეულ პროგრესს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არ არის არავითარი დაპირისპირება".
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის ხელთ არსებული მტკიცებულებების გასაჯაროვება პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოხდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს შეხვდა.
ტელეკომპანია „ობიექტივი" საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ვიდეომიმართვის სრულ ვერსიას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.