თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა გვარამიამ განაცხადა, შთაბეჭდილება დარჩა, რომ პროკურატურას სურს მის მიმართ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრას, თუნდაც ქრთამის ნაწილში.
„პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი „ერთ-ერთი პირის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის“, - ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ პროკურატურიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი დღეს მეორე სხდომას მართავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია. როგორც Guardian.ge-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, დავით კოდუამ განუცხადა, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილ შტაბთან კოორდინირებულად მუშაობს.
სასამართლმ „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელი პირების, დედა-შვილ მაია რჩეულიშვილისა და გუკა რჩეულიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილა.
დონალდ ტრამპს, რომელიც მისი ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ცდილობს, მორიგი დარტყმა მიადგა, რადგან მის მიერ მშრომელთა მდივნად დასახელებულმა ანდრიუ პაზდერმა ოთხშაბათს მისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა იმ წუხილების გამო, რომ სენატში დასამტკიცებლად საჭირო ხმების რაოდენობას ვერ მოაგროვებდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ძმის, კიმ ჩენ ნამის სიკვდილთან დაკავშირებით მალაიზიაში მეორე ქალი დააპატიმრეს. როგორც BBC წერს, აშკარაა, რომ კიმ ჩენ ნამი მალაიზიის დედაქალაქ კუალალუმპურის აეროპორტში მოწამლეს. ფაქტი ორშაბათს მოხდა, თუმცა ის მხოლოდ მეორე დღეს გახმაურდა. ჯერჯერობით, ოფიციალურად, მკვლელობის მოტივი არ დასახელებულა.
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.