ტრამპის ადმინისტრაცია ირანს სანქციებს უწესებს და ვაშინგტონის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდას უკავშირდება.

სრულად...

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვარს, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

სრულად...

საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა ფრაქციებთან და არასამთავრობოებთან სასამართლო რეფორის საკანონმდებლო პაკეტზე მოტივირებული შენიშვნები განიხილა. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებსა და უშიშროების საბჭოს მდივანს სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნეს.

სრულად...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, მას შემდეგ რაც უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს შეხვდა, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან შეტყობინებები მიუვიდათ, რის შესახებაც, როგორც მურუსიძე ამბობს, მისთვის დღეს გახდა ცნობილი.

სრულად...

პოლიტპატიმარ ნიკოლოზ კვეზერელს და კიდევ ორ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სრულად...

„მოგესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადმოსახედიდან, რომელიც გუშინ გადაიდგა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფროდაუფრო ძლიერდება“- განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა, რომელიც საქართველოს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში ოფიციალურ ვიზიტად ეწვია. 

სრულად...

დღეს ჩვენი ეპოქის გამორჩეული პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეა, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სრულად...

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1993 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი