დონალდ ტრამპი პირობას იძლევა, რომ შეერთებული შტატების არჩევნებზე რუსეთის ჰაკერული თავდასხმის შესახებ ბრალდებებს 90 დღის განმავლობაში გაეცემა პასუხი. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სახელწოდება საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ კიდევ ერთ ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ შეეცვალა.
„გაზპრომის" საკითხზე, საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს.
ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას" სახელწოდება შეეცვალა და მას ”ევროპული საქართველო” ეწოდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ პროგრამის "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა" პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბანკების, ონლაინ-სესხებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა.
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) „ყველა ვარსკვლავთა მატჩის" მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულია კვლავ მეორე ადგილზეა. ინფორმაციას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში სრული შემადგენლობით უკვე ჩავიდა. ქვედანაყოფს მაზარ-ი-შარიფში, ბაზა "მარმალზე" ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი დახვდა და სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა. ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ემოციური და გაკვირვებული ჯო ბაიდენი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა, რაც შეერთებული შტატების უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა. ამის შესახებ BBC წერს.
სენატში მათი დამტკიცებისწინა მოსმენებისას დონალდ ტრამპის მიერ თავდაცვის მდივნისა და სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტებზე წარდგენილმა კანდიდატებმა რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადებები გააკეთეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.