იტალიაში რეფერენდუმი იმართება და იგი პრემიერ მინისტრ მატეო რენცის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო რეფორმას, კერძოდ კი იტალიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხება, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 3-ჯერ უფრო მეტად, 315-დან 100-მდე შემცირდება.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის მიღებაზე განაცხადა, რომ საპატრიარქო ემზადება სინოდის სხდომისთვის, სადაც განსახილველ საკითხთაგან, ერთ-ერთი საკვირაო სკოლებს შეეხება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მიიღო. უწმიდესმა სამინისტროს ახალი გუნდი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატება უსურვა.
სანტიაგო დე კუბაში სიტყვით გამოსვლისას კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ მისი გარდაცვლილი ძმის ფიდელ კასტროსთვის საბოლოო პატივის მისაგებ ცერემონიაზე, რომელსაც თავად უძღვებოდა, აღთქმა დადო, რომ პატივს სცემენ სოციალისტურ პრინციპებს და მიზნებს რევოლუციისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფიდელ კასტრო, რომელიც 25 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფიდელ კასტროსთვის საბოლოო პატივის მისაგებ დასაფლავების ცერემონიას ქალქ სანტიაგოში მისი ძმა რაულ კასტრო უძღვებოდა.
კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა 71 ცხედარი ბრაზილიაში გადაასვენეს. ავიაკატასროფას ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის „ჩაპეკუენზეს“ მოთამაშეთა უმრავლესობა ემსხვერპლა.
სულ მცირე 9 ადამიანი გარდაიცვალა, 25 კი დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც ძლიერმა ხანძარმა იფეთქა გვიან ღამით კალიფორნიის ქალაქ ოკლანდში, საწყობში წვეულებისას. აღნიშნულის შესახებ შაბათს, ქალაქის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ინდონეზიის პოლიციის ორძრავიანი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 15 ადამიანი იმყოფებოდა და რომელიც სინგაპურის სამხრეთით კუნძულ ბატამისკენ მიფრინავდა, დაკარგულადაა გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
კიდევ ერთი რაიონის ხელში ჩაგდების შემდეგ, აღმოსავლეთ ალეპოს 2/3 -ამდე ტერიტორია, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებდნენ, ახლა უკვე სირიის სამთავრობო ძალების ხელშია გადასული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.