საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
ვარაუდები, თითქოს "ქართული ოცნება" არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც ჩვენი წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა POLITICO-ს ჟურნალისტთან, დევიდ ჰერცენჰორნთან ინტერვიუში გააკეთა.
პარლამენტის აპარატის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა. ოხანაშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხელი რამდენიმე წუთის წინათ მოაწერა.
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტს, ტაბარე ვასკესის შეხვდა.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს შეამციროს მთავრობის ხარჯები ამერიკის პრეზიდენტების გადასაადგილებლად ახალი თვითმფრინავების დამზადებისთვის მიცემული დაკვეთის გაუქმებით.
ბოლივიის ხელისუფლებამ იმ ავიახაზების ხელმძღვანელი დააპატიმრა, რომლის კუთვნილი თვითმფრინავიც კოლუმბიაში ჩამოვარდა და რომლის შედეგადაც 71 ადამიანი გარდაიცვალა.
ინდონეზიაში, აცეჰის პროვინციაში ზღვის ქვეშ მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით ადამიანი კი შიშობენ, რომ ნანგრევებში არის მოყოლილი. ინფორმაციას BBC ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ სრულად იღებს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას და მიიჩნევს, რომ ამ გეგმისთვის ხორცშესხმას „აუცილებლად მოყვება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება“.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სახის მთლიანად დამფარავი პირბადის ხმარება ქვეყანაში უნდა აიკრძალოს, „სადაც კი ეს კანონიერად შესაძლებელია“.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს წერილით მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.