დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბებში დაახლოებით 350-მა ბავშვმა განაცხადა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC პოლიციის ხელმძღვანელ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევრაზიული კავშირის პარტნიორობის ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის მიმართულებით გაფართოების შესაძლებლობაში დარწმუნებულია. 

სრულად...

“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენთვის. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროკავშირსა და პირადად პრეზიდენტ ტუსკს ჩემი ქვეყნისა და ევროკავშირთან მაქსიმალურად მიახლოების ძალისხმევის განუხრელი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

მე უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას, რომელიც ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირი მომავალშიც გაგიწევთ დახმარებას ამ პროცესში, - განაცხადა დონალდ ტუსკმა. 

სრულად...

რუსეთი "არ დაეძებს კონფლიქტს არავისთან", - განაცხადა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში სიტყვით გამოსვლისას. "განსხვავებით ზოგიერთი უცხოელი კოლეგისა, რომლებიც უყურებენ რუსეთს როგორც მტერს, ჩვენ არ დავეძებთ -  და არასოდეს დავეძებდით - მტრებს. ჩვენ გვესაჭიროება მეგობრები", - განაცხადა მან.

სრულად...

საქართველო აგრძელებს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართულ შეხვედრაზე. 

სრულად...

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დმანისისა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემაზე საუბრისას თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფაქტორი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაში არის ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკის გატარება საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში და მთავრობას მან ამის საწინაღმდეგო ზომების სასწრაფო გატარება მოსთხოვა.

სრულად...

„ბლუმბერგის“ სავაჭრო ტაბლოზე 1 ლარის ღირებულება დღეს ერთხანს, თბილისის დროით დაახლოებით 15:00 საათზე, 2.67 აშშ დოლარამდე იყო ასული, მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.5450-ით გაიხსნა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურების შემდეგ სწრაფად დაიწყო კლება და ამ დროისთვის, (16:20 საათი) 1 ლარის ფასი 2.56.38 აშშ დოლარს შეადგენს.

სრულად...

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.

სრულად...

"საქართველოს ბანკში" ლარის ოფიციალური ფასი ამ დროის მონაცემებით (12:45 საათი) 2.655 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ხოლო მისი შესყიდვის ფასი 2.575 დოლარია. ამის შესახებ Guardian.ge-ს "საქართველოს ბანკში" განუცხადეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი