საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამუშაო ვიზიტად აშხაბადს ეწვია, სადაც თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიც არის წარმოდგენილი, - ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას შეკითხვას.
გულახდილად მაინტერესებს, ბ-ნო გიორგი, ეს გუნდი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი თქვენი დაკომპლექტებულია?, - აღნიშნული კითხვით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში, სადაც უმცირესობა მინისტრობის კანდიდატებსა და პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს უსმენდა.
მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ყველა სიტყვა, რომელიც დღევანდელი გამოსვლისას ვთქვი, პირველ რიგში ეხებოდა აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს - სამაჩაბლოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ვიქტორ დოლიძის განცხადება, რომ „კაბელების საქმეზე“ პირების დაპატიმრება იყო ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, შორს არის სიმართლისგან.
თავდაცვის უწყება მცხეთასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, პროტესტის ის ფორმა, რომელსაც "აუდიტორია 115"-ის წევრები მიმართავენ, მიუღებელია.
საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ფრანსუა ფიონმა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის რუსეთთან დამოკიდებულება გააკრიტიკა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
ქართული ეკონომიკა დღეს არის გამოწვევების ეკონომიკა, - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.