სირიის არმიამ ხელმეორედ აიღო ამბოხებულების ხელში მყოფი რაიონი აღმოსავლეთ ალეპოში, საიდანაც ათასობით ადამიანმა გაქცევით უშველა თავს.
ერთი მამაკაცი მოკლეს და 9 სხვა, მათ შორის ორი ქალი, დაჭრეს, ნიუ ორლეანსის ისტორიულ ფრანგულ კვარტალში მომხდარი სროლებისას. ამის შესახებ BBC წერს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ უკრაინის პოლიტიკაში მოსასვლელად და პრეზიდენტ პოროშენკოსა და მის მთავრობის „კორუმპირებული“ მინისტრების, ‘ბარიგების შაიკის’“ წინააღმდეგ ბრძოლის საწარმოებლად მზად არის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვთ.
სომალის დედაქალაქ მოგადიშუში განხორციელებულ ტერაქტს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16-მა კი დაზიანებები მიიღო. აფეთქება ვაბერის უბანში ბაზართან მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მაშინ მოხდა, როდესაც მის ახლომდებარედ სომალის პრეზიდენტი ერთ-ერთ უნივერსიტეტს სტუმრობდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
კუბა მის რევოლუციურ ლიდერს, ფიდელ კასტროს გლოვობს. 9-დღიანი ეროვნული გლოვის გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო დროშები დაშვებულია, ორშაბათიდან კი ხალხს შესაძლებლობა ექნება მის ხსოვნას პატივი მიაგოს, სანამ პარასკევ საღამოს გარდაცვლილი 90 წლის ლეგენდარული ლიდერის ფერფლს სანტიაგო დე კუბაში არ წაიღებენ, სადაც მან თავისი რევოლუციური გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.
ვისკონსინში - შტატში, სადაც დონალდ ტრამპმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა - საარჩევნო კომისია ხმების ხელახალი გადათვლისთვის ემზადება. ამის შესახებ BBC წერს.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის მიერ მისი პრემიერ მინისტრად დამტკიცებისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და ახსნა, თუ რატომ არ აირჩია „ქართველმა ხალხმა“ ისინი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა "უნდა აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის, სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენს უკან ყველა გზა ჩახერგილია".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.