გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ "ადამიანს, რომელიც ამერიკელმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში პრეზიდნტად აირჩია, აქვს გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ".
კანადის საემიგრაციო ვებგვერდი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემისას და შემდგომ პერიოდში ვიზიტორებისთვის ხელმიუწვდომელი იყო. ოფიციოზმა დაადასტურა, რომ შეფერხების მიზეზი ვებგვერდზე სტუმრობის მსურველთა ჩვეულებრივზე მაღალი რაოდენობა გახდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
რა დაპირება გასცა დონალდ ტრამპმა იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებდა თეთრ სახლში შესვლიდან 100 დღეში?
ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და ერთობლივ წერილს აქვეყნებენ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ტელეგრამით ულოცავ, რომელშიც პუტინი აღნიშნავს, რომ "მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა ჩვენი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებში შედის".
"მე ველოდები რომ გვექნება ჩინებული, ჩინებული ურთიერთობები" სხვა ქვეყნებთან, განაცხადა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
დონალდ ტრამპი, დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონის განსაცვიფრებელი დამარცხების შემდეგ, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Associated Press -ი ავრცელებს.
ოთხშაბათს, ნავთობზე ფასები დაეცა, რადგან შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესმა აჩვენა, რომ დონალდ ტრამპი მოულოდნელად წინ არის ჰილარი კლინტონთან უთანასწორო საარჩევნო ორთაბრძოლაში, მსოფლიო ბაზრებზე კი ალიაქოთია იმის მსგავსად, რაც „ბრექსითის“, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კენჭისყრას მოჰყვა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
„რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენლობით სახლში უმრავლესობის მოპოვება შეძლეს და გაიხანგრძლივეს პალატაში 6-წლიანი კონტროლი. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.