ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა არჩევნების წინა დღეს ამერიკის რამდენიმე შტატი შემოიარეს და საბოლოოდ შეეცადნენ მხარდაჭერის მოპოვებას. ორთავე მათგანმა მიტინგები გამართა საარჩევნო ბრძოლის ველად ქცეულ შტატებში - ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და მიჩიგანში.
სტატისტიკური ანალიზის ვებგვერდი FiveThirtyEight რომელსაც სათავეში უდგას ნეით სილვერი, რომელმაც შეერთებული შტატების 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, 50 შტატში შესანიშნავად იწინასწარმეტყველა შედეგები, აცხადებს, რომ უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპზე საშუალოდ 2-3 ნიშნულით ლიდერობს.
„ერთი გუნდით, ერთი სტრატეგიით საერთო მიზნისკენ - ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ - ლევან იზორიამ საზოგადოებას 100 დღის ანგარიში წარუდგინა.
2017 წლის იანვარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკას ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის, პაოლო ჯენტილონის შეხვედრაზე აღინიშნა.
გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, იმ ფონზე, როცა თეთრი სახლის დასაკავებლად ბრძოლამ კულმინაციას მიღწია, ონლაინ პლატფორმებს ირლანდიიდან აიოვამდე, მილიონობით ადამიანი ჰყავთ ჩართული სანაძლეოს დადებაში, იმ იმედით, რომ ხელი გამოჰკრან უზარმაზარ ფინანსურ მოგებას „დემოკრატი“ ჰილარი კლინტონის თუ „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის გამარჯვებით. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის განცხადებით, აშშ-ში არ იცვლება შეხედულება საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში.
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესის პოლიციის უფროსის, გიორგი ლორთქიფანიძის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან, პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.