საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, პაოლო ჯენტილონის შეხვდა.
ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი სამხედრო მმართველობით სისტემაში და ჩვენი თავდაცვის სისტემა მოსაყვანი გვყავს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის საქმიანობის 100 დღის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციის შემდეგ.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ წვევამდელების სისტემა, რომელიც იყო შეჩერებული თავდაცვის უწყებაში, დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ის არ იყო გაუქმებული, თავდაცვის სამინისტრო კვლავ დაიწყებს წვევამდელების მიღებას, - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის უწყების პირველმა პირმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში ჩართულობასთან დაკავშირებით, კონსულტაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალოვანი მინისტრების შეცვლა არ იგეგმება.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს, - აღნიშნული განცხადება ნატო- ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა, ჯონ ნიკოლსონმა პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა.
შავი ზღვის უსაფრთხოება ნატო-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - აღნიშნული განცხადება ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ძალების სარდალმა, ჯონ ნიკოლსონმა გააკეთა.
იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვია.
FBI -მ განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებით დაწყებული ახალი გამოძიების შედეგად დანაშაულებრივი სამხილი არ უპოვიათ, რამაც „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიას არჩევნებამდე 2 დღით ადრე ახალი იმპულსი შესძინა. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.