2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესწრებოდნენ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას დღეს გამართავს. პრეზენტაცია 21:00 საათზე, „ექსპო-ჯორჯიაშია“ დაგეგმილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქება-დიდება შეასხა. ნიუ იორკში სამხედრო ვეტერანების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემისას, რომელშიც ორივე, რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატი მონაწილეობდა, ტრამპმა ფორუმს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი „გაცილებით მეტადაა ლიდერი, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი [ობამა] არის“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ იგი გააფართოვებს ამერიკის სამხედრო ძალებს ყველა მიმართულებით, თუკი გაიმარჯვებს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ BBC წერს.
„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ნინო წილოსანი წარმოადგენს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუბარი რუსეთის გავლენაზე ნატო-ში საქართველოს პოტენციურ გაწევრიანებაზე, კორექტული არ იქნება.
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის სწორად იყოს მიწოდებული ინფორმაცია, თუ რა არის ნატო“,- განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი ოფისის გახსნაზე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ.
„საქართველო ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და სანდო პარტნიორი“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.