საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, დატოვა თუ არა თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტი.
„სინჰუა ნეტის“ და Silk Road Chamber of International Commerce-ის პარტნიორობით, ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა E-SilkRoad იხსნება, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაღის განცხადებით, თურქეთი იღებს ინფორმაციას სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით იმის თაობაზე, რომ მუსლიმი სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ხელმძღვანელობდა, შესაძლოა აშშ-დან გაიქცეს.
დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამართულ პროცესზე მიიღო.
სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ქურთების მიერ კონტროლირებად ქალაქ ქამიშლიში მასობრივი დაბომბვების შედეგად, სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი - დაიჭრა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ამბასადორიალის ფარგლებში ქართველ დიპლომატებს შეხვდება. შეხვედრა 19:00 საათზეა დანიშნული. საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებს შეეხება.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გავრცელებული ანგარიშის პასუხად, რომელიც შეეხებოდა პროკურატურის ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურებას, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, პროკურატურა განმარტავს, რომ 2008 წლიდან დღემდე პერიოდში პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების (მთავარი პროკურორი, პირველი მოადგილე და მოადგილეები) შრომის ანაზღაურების გაზრდა არ მომხდარა.
„28 ივლისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ჰეპატიტის დღედ და ჩვენ, ქართველებს მართლაც გვაქვს საამაყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.