თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეალური რეიტინგი „ნულთან ძალიან ახლოსაა“.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ მინისტრის ხედვა იყო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯობდა სხვა პარტიის წარმომადგენლები არ ყოფილიყვნენ მთავრობაში.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57 პროცენტს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27 პროცენტის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას.
აშშ–ის "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას“.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 67 პროცენტი მონაწილეობას მიიღებდა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა საკმაოდ ბევრ ფაქტორს უკავშირდება, თუმცა მიიჩნევს, რომ "ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას".
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ”ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა განახლდება. აღნიშნულ საქმეზე რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატი, მარინე ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა და პროკურატურა რეალურად არის დაინტერესებული დაზარალებულების დაკმაყოფილებით, კომპანიას მშენებლობის დასრულების საშუალება უნდა მიეცეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააკმაყოფილა თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები თანამდებობებიდან წასვლის შესახებ.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრები აღარ არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.