ქობულეთის სიახლოვეს 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთიდან სამხრეთით 3 კმ-ში, სოფელ ზედა აჭყვში იყო. მიწისძვრა თბილისის დროით დილის 9:27 საათზე მოხდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა შეევედრა ამომრჩევლებს დაეხმარონ მისი მემკვიდრეობის გაგრძელებაში, ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონის გამარჯვებამდე მიყვანით, წერს BBC.
დონალდ ტრამპმა „აქტიურად გაამხნევა“ უცხო სახელმწიფოები ჰაკერული თავდასხმა მოახდინონ მისი საპრეზიდენტო მეტოქის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ, აცხადებს ტრამპის ბანაკი.
ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მისი თქმით, ჩანს ორი მამაკაცი, რომელთაც საფრანგეთში მღვდელი მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იგი მთავარ პროკურორს სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შეხვდება. მან ასევე თქვა, რომ პრემიერ მინისტრის განმარტებების მიუხედავად მას კითხვის ნიშნები მაინც დარჩა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისთვის კომერციული ატაშეების შერჩევის პროცედურები ძალიან მალე დაიწყება.
საქართველოს პრეზიდენტის სიძემ მინდია გოგოჭურმა მთავარი პროკურატურა დატოვა, თუმცა კომეტარი არ გაუკეთებია. მისი პროკურატურაში გამოკითხვა ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. იგი იქ ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა "ნიუსვიკი" მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის შესახებ დემიენ შარკოვის ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით: –"გაიცანით ოპერის მომღერალი, რომელიც საქართველოს ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია". სცენაზე 40–წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პაატა ბურჭულაძე საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტის დასაკავებლად პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩაბმული.
ბავარიის ქალაქ ცირნდორფში, რომელიც ნიურნბერგის მახლობლად მდებარეობს, დევნილთა მიმღები ცენტრის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, გაზაფხულზე ლარის კურსი ზედმეტად გამყარდა, ამიტომ შემდეგ მოხდა კურსის კორექტირება იმ დონეზე რაც დღეს გვაქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.