გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტს კი ინარჩუნებს.
”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება, - აღნიშნული განცხადება ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა თანამდებობა დატოვა. როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებები თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა დაწერეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი 13–14 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მიწვევით პარიზს ესტუმრება და ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
მოელოდნენ რომ, 2010 წლიდან პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო 60 წლის განმავლობაში, ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად 9–კვირიან კამპანიას წარმართავდა, მაგრამ გუშინ მისმა ერთადერთმა კონკურენტმა ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა, 52 წლის ანდრეა ლედსომმა კამპანიიდან გამოთიშვის თაობაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რის შედეგადაც მეი მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი გახდა.
დევიდ ქამერონი პრემიერ მინისტრის რანგში დღეს ბოლოჯერ უხელმძღვანელებს მინისტრთა კაბინეტის სხდომას, რადგან ტერეზა მეი მის ჩასანაცვლებლად ემზადება. ამის შესახებ BBC წერს.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელიც ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებს აღნიშნულ პოსტს, მას შემდეგ რაც იგი ტორების ახალ ლიდერად და მომავალ პრემიერ მინისტრად დასახელდა, „უკეთესი ბრიტანეთის“ შენების პირობა დადო და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას „წარმატებად“ აქცევს. ამის შესახებ BBC იუწყება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ ქამერონმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს, 13 ივლისს, პრემიერ მინისტრის პოსტს ტერეზა მეი დაიკავებს.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ვატიკანმა, რომის პაპის საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ პროგრამა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რომის პაპი ფრანცისკე მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.