ალ ყაიდას მოკლული ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი შეერთებულ შტატებს მამამისის მკვლელობის გამო შურისძიებით ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" ინტერნეტში გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერის საფუძველზე ავრცელებს.
სამხრეთ სუდანს, პრეზიდენტისა და პირველი ვიცე პრეზიდენტის მომხრეებს შორის მასშტაბური კონფლიქტის განახლების გამო, დიპლომატები ტოვებენ.
თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ სანლიურფაში, ავტოსადგურზე, ახალგაზრდა მამაკაცმა, პოლიციის 3 ოფიცერი მოკლა, ხოლო დანარჩენი 3 კი დაჭრა.
14-15 ივლისს საქართველოს ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი ეწვევა.
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 27 დეპუტატია, რომელსაც სასესიო პერიოდში, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია.
მთავარი პროკურატურის ცნობით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა, ,,ცენტრ პოინტ აჭარას“ დირექტორ ირაკლი მინდელთან და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანთან ერთად მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა - 19 740 845 ლარი გაფლანგა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო–ს შეუტია, ბრალი დასდო რა მას "აღმოსავლეთიდან არარსებული საფრთხის" გარშემო ფოკუსირებაზე. ლავროვის ეს განცხადება ნატო–ს სამიტზე რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი ზომების გატარების შესახებ გაჟღერებულ მოწოდებას მოჰყვა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ისრაელში, ბიბლიურ ქალაქ აშქელონში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ, ფილისტინელების პირველი სასაფლაო აღმოაჩინეს.
ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების გადაწყვეტილება შემოდგომაზე გახდება ცნობილი. აღნიშნული განცხადება ჰანმა უკრაინაში ვიზიტის დროს გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.