ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებაზე მსჯელობა ხვალ გაიმართება.
„მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგან ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისთვის“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე.
"ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო სიას, როგორც ეს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, ივლისის პირველ ნახევარში წარადგენს. სავარაუდოდ, ამავე პერიოდში მოხდება "ქართული ოცნების" დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების ნაწილის დასახელებაც.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებები განაგრძოს. ხაჯიმბამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შინაგან საქმეთა ე.წ მინისტრს, ლეონიდ ძაპშბას ოპოზიციის მოთხოვნით უფლებამოსილება შეუჩერდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა. პოსტის დატოვების შესახებ განცხადება ხაბაძემ რამდენიმე წუთის წინათ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძე შესაძლოა, ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეცვალოს. არჩილ ხაბაძემ ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს, ლეონიდ ძაპშბას დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე,უფლებამოსილება შეუჩერდა.
აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაქ ობამა შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი ქლინტონის წინასაარჩევნო კამპანიას შეუერთდა. "დემოკრატები" ჩრდილოეთ კალიფორნიაში ერთად წარსდგნენ ამომრჩევლის წინაშე. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.