საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯონ ქერისთან შეხვედრისას ისაუბრეს იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც გუშინ მოეწერა ხელი და რომელიც, უსუფაშვილის თქმით, "მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას".

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა ნატო-ს ვარშავის სამიტს, რომელიც ხვალ იხსნება. მისი თქმით, ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება არსებითი პაკეტის კიდევ უფრო გაფართოებას და დადასტურებას იმისა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

სრულად...

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დაადასტურა მისი განზრახვა გადადგომის შესახებ, თუკი ამას ხალხი მოისურვებს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ოთხშაბათს, 6 ივლისს, ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე აფხაზური "სპუტნიკი" ავრცელებს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს დილით სასტუმრო ”რედისონში” ქართული ოპოზიციიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს შეხვდა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან დღეს გაფორმებული მემორანდუმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სრულად...

კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი აქ ნახვა და ვაფასებ თქვენს ვიზიტსა და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა

სრულად...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით, 2016 წლის 8 ოქტომბერი საქართველოსთვის ერთგვარი ტესტი იქნება.

სრულად...

აშშ მყარად დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, - აღნიშნული განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ საქართველოს პრემიერ მინისტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სრულად...

აშშ–ს სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან გამართული შეხვედრისა და ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერების ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მედიისთვის განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რა თემები განიხილეს ორმხრივი შეხვედრისას. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ–ერთი საკითხი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებას შეეხებოდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში, ეს არის ორი ქვეყნის მაღალი დონის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობის და პარტნიორობის ნათელი დადასტურება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი