ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფონზე, ერთიანი ევროპული ჯარის შექმნის ინიციატივას აყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალაქ ლანჩხუთში, სასულიერო პირის დაკავების ფაქტზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მორიგ შეხვედრას პრაღაში ხვალ გამართავენ.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარე წლის 27, 28, 29 და 30 ივნისს, ღამის 00:00სთ–დან დილის 07:00 სთ-მდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვრის, მამა გაბრიელ კახელიშვილის ბრალდება, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საზღვრამდე ტრანსპორტირება შსს-ს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენებით უზრუნველყვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.