„ერთადერთი, რაც შემიძლია აბსოლუტური დარწმუნებით ვთქვა, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს მთავრობა, თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს. მთიანი რეგიონების განვითარების საკითხზე შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე, - ასე ეხმაურება პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ (GFK) სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან–კლოდ იუნკერმა დიდ ბრიტანეთს დაჟინებით მოუწოდა, რაც შეიძლება მალე "შეიტანოს ნათელი მის პოზიციაში" "Brexit"– თან დაკავშირებით.
დევიდ ქამერონი პირველად შეხვდება ევროკავშირის ლიდერებს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ხმა მისცა ბლოკის დატოვებას.
ბერლინში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და იტალიის პრემიერ მინისტრს მათეო რენზის მასპინძლობდა. ლიდერებმა ევროკავშირის გასაძლიერებლად "ახალი იმპულსის" ამოქმედების მოწოდება გააკეთეს.
ევროკავშირი არ გამართავს არაფორმალურ მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან მანამ, სანამ ის ბლოკის დატოვების თაობაზე 50-ე მუხლის შეთანხმების პირობას არ შეასრულებს. ამის შესახებ საფრანგეთი, გერმანია და იტალია დღეს შეთანხმდნენ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ვარშავის სამიტის შემდეგ, მიღებული არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.