2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ჰააგის სასამართლოს მიერ დადგენა, საერთაშორისო განწყობებსა და რეალობაზე გავლენას მოახდენს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი იმედს გამოთქვამს, რომ ჰააგაში, აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში სიმართლე საკუთარ გზას იპოვის.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა რიკოთის უღელტეხილზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე.
გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო "ქართული ოცნებიდან" გოჩა ჯამარაული.
საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების ინფორმირების მიზნით რეგიონებში მნიშვნელოვანი კამპანიის განხორციელებას გეგმავს, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 55-ე სხდომაზე განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე 6 კანდიდატია წარდგენილი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
არავითარი საფრთხე პანკისში არ არსებობს და პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.
ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნუკრი ქანთარიას განცხადებას.
თურქმენეთი შავი ზღვისპირეთში ლოგისტიკური ცენტრის პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრ ბაიარ აბაევის შეხვედრაზე აღინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.