პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა პრეზიდენტის მოწვევით ნატო-ს ვარშავის სამიტისა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე ჩაინიშნა.
"ისლამური სახელმწიფოს" კავკასიის ბატალიონი რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტერორისტულ აქტებს გეგმავს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი ანდრე პრჟეზდომსკი აცხადებს.
ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს.
ვიღაცას შეიძლება მართლაც აწყობდეს გარკვეული არეულობა, მაგრამ მმართველ ძალას უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია და ძალგვიძს მართლაც სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით, მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია გაკეთებული.
გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ასეთია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემები.
უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარების გაუარესების ნიშნებია, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში, რომელიც წევრ ქვეყნებში უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებში"ქართული ოცნების" კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა.
წინასწარი მონაცემებით, გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.