რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტი გაწყვიტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში განლაგდება საჰაერო თავდაცვითი სისტემით აღჭურვილი კრეისერი, რათა "გაანადგუროს ნებისმიერი სამიზნე", რომელიც სირიაში რუსეთის სამხედრო ძალებისთვის საფრთხის შემცველი იქნება.
ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის – ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას, - აღნიშნული განცხადება ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
თეთრ სახლში ბარაქ ობამასა და ფრანსუა ოლანდის მიერ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ითქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი შეთახმდნენ ერთობლივი დარტყმები მიაყენონ "ისლამურ სახელმწიფოს" სირიასა და ერაყში, თუმცა როგორც ოლანდმა განაცხადა, საფრანგეთი ამ ტერიტორიებზე სახმელეთო ჯარებს არ განალაგებს.
სულ ცოტა ხნის წინათ რუსულმა საინფორმაციო სააგენტო "რია"-მ რუსეთის სამხედრო ძალების გენერალიტეტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პილოტი გარდაცვლილია.
რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ გაკეთებულ კომენტარში აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაქ ობამა აღნიშნავს, რომ თურქეთს უფლება ჰქონდა დაეცვა თავისი ტერიტორია და საჰაერო სივრცე, თუმცა ხაზს უსვამს, რომ თურქეთმა და რუსეთმა უნდა ისაუბრონ და მდგომარეობის დეესკალაცია მოახდინონ. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა რუსეთს ისევ აკრიტიკებს. მან განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმები სირიის ზომიერი ოპოზიციის მიმართ, მხოლოდ აძლიერებს "ისლამურ სახელმწიფოს". ობამა კვლავ აყენებს ვენის მოლაპარაკებებიდან სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის ჩამოცილების საკითხს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი პილოტები გარდაცვლილნი არიან, თურქეთის იფიციოზი "როიტერსს" სხვა რამეს ეუბნება.
სირიაში რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას როიტერი სირიის „Observatory for Human Rights“- ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებმა – ვალერი რაშკინმა და სერგეი ობუხოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართეს და მას თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა სთხოვეს.
თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა. პუტინის განცხადებით, თურქეთმა რუსეთს მიაყენა დარტყმა ზურგში და დღევანდელი შემთხვევა სერიოზულ შედეგებს მოიტანს რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების საკითხში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.