"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო.

სრულად...

"ისლამური სახელმწიფოს"  ვიდეომიმართვა ქართველ ხალხს - ტერორისტული დაჯგუფება ინტერნეტში მორიგ ვიდეოს ავრცელებს. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველ ქრისტიანებსა და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებზე საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი "ხალიფატის" შემოსვლით ემუქრებიან. 

სრულად...

ბრიუსელსა და ლიეჟში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში კიდევ ხუთი ადამიანი დააკავეს. "დოიჩე ველის" ცნობით, ამის შესახებ ბელგიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელი იტყობინება. კვლავ უცნობია პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ტერორისტის, სალაჰ აბდესლამის ბედი.

სრულად...

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

სრულად...

წმინდა გიორგი ერთგვარი სიმბოლოა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენც ყოველთვის გველეშაპების წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელიც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.

სრულად...

"როცა თქვენ ამბობთ - "რუსეთის პროვოცირება", ეს არის ის, რაც ქართველებს არასდროს უნდა უთხრათ! - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე მოდერატორს, რომელმაც 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთ-ერთ შესაძლო გამომწვევ მიზეზად მოსკოვის მიზანმიმართული პროვოცირება ივარაუდა.

სრულად...

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან ოკუპანტებმა სამი ადამიანი გაიტაცეს. მათი წაყვანა აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მოხდა, სადაც სოფლის მაცხოვრებლები გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით იყვნენ შეკრებილნი.

სრულად...

მიანმარში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა. მაშველები 100-ზე მეტ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

სრულად...

ერაყის ქალაქ მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 12 სტუდენტი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება. ახალგაზრდა ერაყელები სოციალურ ქსელში ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

სრულად...

ტრაპიზონში საქართველის ვიცე-კონსული მანანა ბერიაშვილი ადასტურებს, რომ თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ბერიაშვილის განცხადებით, სამი მოქალაქე საქართველოში უკვე დეპორტირებულია. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი