ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი იმედოვნებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრის, შარლ მიშელის განცხადებით, ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონის რეჟიმი მინიმუმ ერთი კვირით გახანგრძლივდება.
მისი თქმით, პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ, ბელგიაში მოსალოდნელი თავდასხმების საფრთხე კვლავ დიდია.
ეგვიპტეში, სინაის სახევარკუნძულის ქალაქ ელ-არიშში, ერთ-ერთ სასტუმროსთან მომხდარ ორ აფეთქებას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 12 ადამიანი.
2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის დავალებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტში სავიზო კონტროლი გამკაცრდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24 ნოემბრისთვის საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს "მზარდი ტერორისტული საფრთხეების" შესახებ აფრთხილებს. უწყებამ სპეციალური რეკომენდაცია გამოაქვეყნა იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან.
პარიზის გარეუბანში, ერთ-ერთ ქუჩაზე სანაგვე ურნაში სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ქამარი იპოვეს. როგორც ითქვა, ის იმ ქამარს ჰგავს, რომელიც პარიზის ტერაქტებისას თავდამსხმელებმა გამოიყენეს. საფრანგეთის პოლიცია ამ ფაქტის გამოძიებას აწარმოებს.
ამ ვიდეოთი პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ, არავინ არ მოვა და არ აგვაფეთქებს, - ამის შესახებ ილია გობაძემ მისი შვილის, ხვიჩა გობაძის მიერ საქართველოში მცხოვრები მუსლიმებისადმი "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ვიდეო-მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის განცხადებით, აშშ ეძებს ახალ სამხედრო, კონტრტერორისტულ და დიპლომატიურ გზებს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სწრაფად ლიკვიდაციის გადასაწყვეტად. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.
"გზავნილი ქართველებს" ასეთი სახელწოდების ვიდეომიმართვა, თავდაპირველად ISIS-ის რუსულენოვანმა ვებგვერდმა ფურადმა, ოდნავ მოგვიანებით კი ქართულმა საიტმა ხალიფატ ვორლდპესმა გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.