თბილისის მერიაში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
81 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ფინალში რუსი ივან ნიფონტოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ეს ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე პირველი ქართული ოქროს მედალია.
ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსიში ტურისტებით სავსე ორ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი შეიარაღებული პირი პოლიციამ მოკლა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა. თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი ცოტა ხნი წინ დასრულდა. აუქიონის შედეგების მიხედვით, შენობა 9 450 000.00 USD (21766185.00 GEL) გაიყიდა.
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თაობაზე კანონპროექტს ვეტოს აუცილებლად დაადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
86 წლის ასაკში რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, პრიმაკოვის ოჯახის წევრებს და ახლობლებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიუსამძიმრა.
2015-2016 სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ახალი. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ჯუღელმა ე.წ. კაბელების საქმის ბრალდებულების მიმართ დაცვის მხარის მიერ დაყენებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა 10 ივლისიდან დაიწყება.
პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო კომიტეტების მიერ მხარდაჭერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს.
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში გასული წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მხრივ ყველაზე სერიოზულ პრობლემებად ასახელებს ოჯახურ და პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას, მზარდ შეუწყნარებლობას უმცირესობების მიმართ, მუდმივ ხარვეზებს სასამართლო სისტემაში
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.