შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2015 წლის 23 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ალირეზა ალ საზეგარი დააკავეს.
აშშ-ს სენატმა საქართველოში ახალ ელჩად იან კელი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. ელჩი კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა თბილისში ჩამოსვლას სექტემბერში გეგმავენ.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ვერ აკონკრეტებს აუნაზღაურდებათ თუ არა დაუზღვეველი ავტომანქანების მფლობელებს 13 ივნისს მიყენებული ზარალი. მისი განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს უნდა შევხედოთ კომპლექსურად და არა მხოლოდ რაიმე კონკრეტული მიმართულებით.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ საფრანგეთის პირველი პირი, ფრანსუა ოლანდი დაარწმუნა, რომ ფრანგი ლიდერები ამერიკული სპეცსამსახურების თვალთვალის ობიექტები აღარ არიან. ამის შესახებ “ევრონიუსი” იტყობინება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი შეიძლება იყოს ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ იქნება ალტერნატიული გზები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა.
ოდესის გუბერნატორობამდე მიხეილ სააკაშვილის სახელფასო ანაზღაურება წელიწადში 198 000 აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულ ინფორმაციას და დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელზეც თემურ იაკობაშვილის ხელმოწერაა დაფიქსირებული სააკაშვილი Facebook -ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
ვერეს ხეობის შესწავლის და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის აღდგენასთან დაკავშირებით გუშინ თბილისის მერიაში უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტებმა თბილისის მერს ვერეს ხეობის განვითარების შესახებ კონკრეტული წინადადებები წარუდგინეს.
ერევანში ელექტროენერგიის გაძვირების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წუხანდელმა ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა.
პროკურატურა 2015 წლის 22 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელშიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მონაწილეობდა, განცხადებას ავრცელებს.
"ვიკილიქსის" მიერ მოპოვებული ფაილების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო საფრანგთის პრეზიდენტებზე ფარულ თვალთვალს ახორციელებდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონიდან ელჩი გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.