2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგები დავდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ რჩება იმ ადამიანებისა თავმდები, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეებთან დაკავშირებით არიან დაკავებული. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თავისი ღირებულებების ერთგულია და მიაჩნია, რომ მსგავსი დანაშაულისთვის ხალხი წინასწარ პატიმრობაში არ უნდა იყოს.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესში წინა ხელისუფლების დროს დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას 3,5 მილიონი ლარი სჭირდება.
თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, წინა კვირაში, ქართველ სამხედროებზე გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელია.
მთავარ პროკურორს მომავალში პარლამენტი აირჩევს. მთავარი პროკურატურის რეფორმირების კუთხით მთავრობის გეგმების შესახებ პარლამენტის წევრებს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიაწოდა. წულუკიანს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.
დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ადამიანს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნეზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც რეზო ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში მე-6 კლასის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განკარგულება პარლამენტს უკვე ჩაბარდა.
სუიციდი ცაბაძის ქუჩაზე. გავრცელებული ინფორმაციით 16 წლის ახალგაზრდა მე-6 სართულიდან გადმოხტა. ბიჭი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო კომისიის თანამომხსენებელთა კონსტრუქციული მუშაობისათვის სტუმარს მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.