EBRD-ის შეხვედრისთვის მზადების პროცესი თითქმის დასრულებულია, ბოლო დეტალები სრულდება და კვირისთვის ჩვენ ვიქნებით მზად, რომ ვუმასპინძლოთ 2000–ზე მეტ სტუმარს, ისე როგორც შეგვეფერება,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საორგანიზაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში" ცვლილებები განხორციელდა.
გასაკვირია, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უკვე მერამდენე თვეა უდანაშაულო ადამიანები საპყრობილეში არიან, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა
დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნებისთვის ემზადებიან, დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა. "ბიბისის" ცნობით, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს პარლამენტში ადგილების უმრავლესობას.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, თარხან ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ რამდენიმე მილიონი დოლარის ჯილდოს გაცემის პირობას დებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გუბერნატორების ქონებრივი მდგომარეობისა და კვალიფიკაციის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის რვა გუბერნატორიდან ორი "ქართუ" ბანკის, ერთი ფონდ "ქართუს" , ორი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია
ჩრდილოეთ გერმანიას ტორნადომ გადაუარა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იტყობინება.
მთავრობის დამტკიცების მიმართულებით პარლამენტში არანაირი პრობლემა არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც სფფ-ში აღნიშნავენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად მხარს უჭერს და მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
სამართალდამცველებმა პირველ ლიგაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულია ქართული საფეხბურთო ლიგების რამდენიმე გუნდის ფეხბურთელი, რომლებიც ბრალდებულები არიან თამაშების ჩაწყობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.