მიმდინარე წლის 2 მაისს, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ტაკეჰინო ნაკაოს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ვარლამ მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი წარდგენის გადაწყვეტილება კოალიციამ მიიღო და კანდიდატურა არც ბიძინა ივანიშვილს და არც ირაკლი ღარიბაშვილს არ შეურჩევია. ამის შესახებ ხიდაშელმა გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.
ვაკეში, ჭავჭავაძის N54-ში მდებარე "პროკრედიტ ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ერთი იყო და ის ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.
იმ მინისტრებთან დაკავშირებით, რომლებიც მთავრობიდან წავიდნენ, ჩვენ ინფორმირებული ვიყავით, რომ კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
იმ ადმიანების საყურადღებოდ, ვინც "აღფრთოვანებაში" მოიყვანა პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციამ, როცა მან "გამოავლინა" პრინციპულობა და დაუყოვნებლივ არ გადაუგზავნა პარლამენტს, პრემიერ–მინისტრის მიერ მისთვის წარდგენილი ახალი მთავრობის წევრთა სია.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი გენშტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. კაპანაძის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში საზღვარგარეთ ვიზიტად მიდის და თავდაცვის მომავალი მინისტრი საქმის კურსში ჩააყენა.
მთავრობის ადმინისტრაცია სინანულს გამოთქვამს, რომ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დაჩქარების თაობაზე მათი თხოვნა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა. ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების დანიშვნების შესახებ ბრძანეები გამოსცა. სამივე ბრძანება ინდივიდუალურადაა გამოცემული და ის 1-ელი მაისით თარიღდება.
არც ისე მარტივად შეიძლება იყოს საქმე, შეიძლება პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატურა წარმოადგინოს და ეს უბრალოდ არ გაგიკვირდეთ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.