"გასულ კვირას იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა, ექსპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. ამ წერილით მეფარიშვილი ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
როგორც აღმოჩნდა, ბევრ ადამიანს ვიცნობ თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის, ხელმძღვანელობაში, დანარჩენზე კი, მომავალ კვირას ვისაუბრებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა დღეს, თავდაცვის უწყებაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.
ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დაიწყოს ლარის კურსის დასტაბილურება. – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რეზო ჩხეიძე მძიმედ იყო ავად და საავადმყოფოში აპარატზე იყო მიერთებული.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19 სხვადასხვა ვებ-გვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ფაქტზე გამოავლინეს და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 40 პირი.
შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ზურაბ ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურაზე იმსჯელეს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
რით აიხსნება რესპუბლიკელების ზეობა ახალი მთავრობის შემადგენლობაში და როგორ მოიპოვა ამ პარტიამ ივანიშვილის მზის ქვეშ საკმაოდ თბილი ადგილი?
გია ხუხაშვილი პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, მარგველაშვილმა ამ ქმედებით მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.