საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებს Facebook -ით ეხმაურება.
ბიზნესომბუდსმენის აპარატი ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, განცხადების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მასში მოაზრებული შემთხვევებიდან, ნაწილზე უკვე დასრულებული იყო ადმინისტრაციული წარმოება გადამხდელის სასარგებლოდ, ნაწილზე – მოგვიანებით დაკმაყოფილდა გადამხდელთა მოთხოვნები, ხოლო ერთ შემთხვევაში – უფლების დარღვევის ფაქტი გადამხდელის მიერ არ დადასტურდა.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) რამდენიმე პარტიის წარმომადგენელს პოლიტიკური რეიტინგების შედეგები გააცნო. ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის შედეგად, კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, "ქართული ოცნება" 36%-ით ლიდერობს.
გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამცხე-ჯავახეთში სტუმრობისას რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარების გეგმაზე კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი. როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი guardian.ge - სთან საუბრისას ამბობს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ინიციატივები გააჟღერა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ, ჩატარებული სოციოლოგიურ კვლევის შედეგად, კითხვაზე - დღეს, რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდი ხმას, – "ქართულმა ოცნებამ" 36% მიიღო და იგი ლიდერობს.
ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც უჩა მამაცაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემა სიმბოლურ ფასად მოხდა.
საფრანგეთის ალპებში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ "ბიბისი" ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ ნორვეგიის გამოცდილებიდან როგორც დემოკრატიული აღმშენებლობის საქმეში, ასევე ეკონომიკურ წინსვლაში და ასევე ურთიერთობაში დანარჩენ მსოფლიოსთან – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის სპიკერთან ოლემიკ ტომესენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხარჯები 1 800 000 ლარით შემცირდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების სხდომაზე გახდა ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.