შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე დააკავეს.
თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტის, ავთანდილ გუმთაიშვილის “გატაცებასა” და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი სერგეი ბოჩოვსკი და მისი მოადგილე ბასილ სტოეცკი დღეს, მთავრობის სხდომაზე დააკავეს.
ეროვნული ბანკი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ლარის კურსის გაუფასურებით დაზარლდნენ ყველაზე მოწყვლადი ნაწილი მოსახლეობის, ვისაც სესხები აქვთ დოლარში.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გარდაბანში მდებარე 2,5 მილიონ ლარად შეფასებული 35 ჰეტარი მიწა არა 1 ლარად, არამედ 10 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა
საჭირო და აუცილებელია, რომ აღდგეს სავალუტო შემოდინებები, რაც არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი ამ სიტუაციაში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ფუნდამენტური ფაქტორები აღმოიფხვრას, რომლებმაც ლარის გაცვლის კურსზე გავლენა მოახდინა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, IRI-ის კვლევის შედეგები დამაფიქრებელია. ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კვლევა ლარის გაუფასურების პერიოდშია ჩატარებული.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული კვლევა რეალობას არ ასახავს. როგორც სესიაშვილი განმარტავს, დიდ პატივს სცემს IRI-ის ორგანიზაციას, მაგრამ პრეტენზიები აქვს მისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისა და შეხედულებების გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამგორის რაიონის გამგებლის ავტომანქანის დაწვის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით კომენტარს დოკუმენტის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს. აღნიშნულის შესახებ მან ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.