“მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, საქართველოს ბიუჯეტს არც 2014 წლის ბოლოს და არც, მითუმეტეს, 2015 წლის დასაწყისში ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მთავრობის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ, – აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან გაჭიანურდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
კომპანია “გალფში” საგამოძიებო სამსახური შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ადასტურებს. მათი თქმით, აღნიშნულ კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მხარის რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავარმა პროკურატურამ თენგიზ ერისთავისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია:
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს'' აღმასრულებელ მდივნად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ჯანყარაშვილი აირჩიეს - აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალ წლამდე მისი გადაცემა ეთერში გავა და აღნიშნული პროექტით კვირაში სულ მცირე ერთხელ მაინც იქნება აქტიური.
პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას ამ კვირიდან შეუდგება. საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 მილიარდ 930.0 მლნ ლარით განისაზღვრა.
მთავრობის სარეზერვო ფონდი 2015 წლისთვის 20-მილიონით იზრდება და 70-მილიონ ლარს შეადგენს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა კი უცვლელი რჩება და იგი მომავალ წელსაც 5-მილიონი ლარი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.