პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებას სოციალური ქსელით მიმართავს და აფრთხილებს, რომ "ნაციონალური მოძრაობისათვის" პოლიტიკური სივრცის მოსუფთავებით, იგი 2016 წლის არჩევნებში კრახის გარდაუვალობას თავადვე იქმნის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მიერ გუშინ (3 ოქტომბერი, 2014) გაჟღერებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა, ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ, შერიგების პროცესს არ დაეხმარება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში დევნის ოპერაციისას გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან მომხდარის კომენტირებისას განაცხადა, ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, თუმცა მას შესაბამისი უწყებების მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ.-ს მიმართ დევნას ახორციელებდნენ.
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ბიზნესმენი, დავით ბეგიაშვილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუებას ვრცელი წერლით გამოხატავს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის თავზე "სამართლიანობის აღდგენა და ქვეყნის გაჯანსაღება, ისევ ოცნებად რჩება".
ევროსაბჭოს რეზოლუციაში ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტია, მაგრამ ნეგატიური ყოველთვის უფრო მეტად ჩანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
უყურადღებობის გამო გაჩნდა ნიჰილიზმი და ამიტომ გაბედეს "ნაციონალებმა" ღარიბაშვილის გინება", - აცხადებს ამერიკაში შექმნილი "ქართული ოცნების" ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანტონ ჯღამაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით აშშ-ში "ქართული ოცნების" ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალაპარაკდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი საქართველოში სირიელი "ბოევკიების" საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა თანამდებობიდან გადააყენეს. ხარჩილავას იმპიჩმენტის ინიციატივა „ქართული ოცნების“ წევრ ზურაბ ჩაჩუას ეკუთვნოდა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. პრემიერი, რომელმაც აღნიშნულ თემაზე კომენტარი ჟურნალისტებს მცხეთაში მისცა, "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარ სახელმწიფოსა და მოსახლეობასთან ბრძოლის მცდელობაში ადანაშაულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.