ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც შეიძლება ეჭვს იწვევდეს, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
საპატრიარქო ფესტივალ "კაზანტიპის" ღონისძიებას ეხმაურება. ფესტივალ ,,კაზანტიპში" ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც, – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტი დღეს მთავრობის ნდობის საკითხს განიხილავს. რიგგარეშე სესია 11:00 საათზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა კი 12:00 საათზე დაიწყება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელის განცხადებით, პარლამენტში დეპუტატების ანაზღაურება არც ისე დაბალია. მისი თქმით, დეპუატატის ხელფასი ყოველთვიურად 3000 ლარზე ცოტა მეტია და ეს ნორმალურიცაა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი გივი თარგამაძე ე.წ. კანონიერი ქურდების მეგობარია.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოა.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე ჭიკაიძისთვის საქართველოში ე.წ. "კანონიერი ქურდების" შემოყვანასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებები მიუღებელია.
მდინარე მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის შეჩერებისთვის არავითარი ბერკეტები არ გაგვაჩნია , - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. იგი დარწმუნებულია, რომ თურქულ მხარესთან შეთანხმებას მივაღწევთ და ერთობლივ პროექტებსაც განვახორციელებთ, რომელიც მდინარე მტკვარზე პრობლემას არ გამოიწვევს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) განცხადებით, დეპუტატის შემოსავალი 3790 ლარს შეადგენს შეადგენს.
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თავდაცვის სიტემის სრული დეპოლიტიზება მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.