საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გვიან ღამით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადმოყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ყოველგვარი ინციდენტების და ექსცესების გარეშე და ყოფილი პრეზიდენტი კმაყოფილია იმ პროცედურით, როგორც წარიმართა მისი ჰოსპიტალში დაბინავება.

სრულად...

„მე დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას", - ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ჟურნალისტებს გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო. 

სრულად...

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შემდეგია, იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას იქ გადაყვანისთანავე, - განაცხადა ნიკა გვარამიამ

სრულად...

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი 50 დღეა შიმშილობს, ელენე ხოშტარია გაცილებით ცოტა დროა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე სააკაშვილის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა და დაამატა, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ერთ-ერთი დომინანტური იყო.

სრულად...

მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

სრულად...

სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში როგორც კი გადაიყვანენ, ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის“ ვწყვეტთ პოლიტიკურ ბოიკოტს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

სრულად...

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში გაეწევა ყველა ის საჭირო და დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ექიმების დანიშნულებით არის მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალთან განუცხადა და დაამატა, რომ სააკაშვილმა დადო პირობა, რომ „ამ ნიშნით შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად, ის შიმშილობების კასკადი, რომელიც ბოლო პერიოდში გვქონდა, შეწყდება“.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადასვლასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ აქვს.

სრულად...

მიხეილ სააკაშვილმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია და დაკომპლექტებულია კარგი ექიმებით, – ამის შესახებ ექიმმა, ანზორ მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

სრულად...

მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი