გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში. შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ღირსეული გამარჯვება, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ყველას მერი იქნება,
წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები კი, ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან.
ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ მთაწმინდაზე, მე-6 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და განაცხადა, რომ ხმა მისცა მრავალფეროვნებასა და ცვლილებას.
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის 20-ვე ოლქში, სადაც მეორე ტურები იმართება, საერთო ჯამში მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფალ, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, - უთხრა საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ.
ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მჯერა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის, კიდევ ერთხელ გავაკეთებთ სწორ არჩევანს და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღევანდელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე, სადაც თავისი არჩევანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დააფიქსირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.