საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საბურთალოს რაიონის N5 საარჩევნო უბანზე თავდაცვის მინისტრი მეუღლესთან ერთად მივიდა.
მე ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანო ყველა უბანში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე - N41 იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც გვაქვს დაწყებული 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს - განაცხადა „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 55 815 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 603 კვლევა ანტიგენის ტესტით და 24 212 PCR ტესტით.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურზე თბილისის მთაწმინდის რაიონის #1 საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს, - ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ვწყვეტთ პარტნიორობას კომპანია „იფსოსთან“ და ის აღარ ჩაატარებს ეგზიტპოლს „მთავარი არხის“ სახელით, - განცხადებას ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს მხარდამჭერებს ყველანი მივიდნენ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3 პროცენტია.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 48 513 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 303 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 210 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.