პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა „პარლამენტიდან მასობრივად გამოსვლასთან დაკავშირებით“ განმარტება გააკეთა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს არა პარლამენტის დატოვების, არამედ ბოიკოტისაკენ მოუწოდა.
არავითარი ვალდებულება არ გვაქვს ჩვენ, რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. ამ ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, რადგან დღეს დადგენილია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავის 5%-იანი ბარიერით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტირებისას და დაამატა, რომ „საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ იქნება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მივიღებთ“.
სააკაშვილს ვინც ჰპირდებოდა, ჩამოდი და ქუჩაში ასიათასობით ქართველი დადგება, ციხის კარს მოგლეჯს, გაგათავისუფლებს და სულთნად აგირჩევსო (და ამით ულაყებდნენ თავს, წლები) თავად პარლამენტარის მანდატს ვერ ელევა?
კაი უფრო ვრცლად და უფრო სერიოზულად დავწერ რატომ წააგო კიდევ ერთხელ ნაციონალურმა მოძრაობამ და რატომ ვერ მოუგებს ის ვერასოდეს ქართულ ოცნებას თუ ისევ ისე დარჩა ყვალაფერი როგორც არის. ყველაფრის თავი და თავი ისაა რომ მთელი ეს წლებია ნაციონალურ მოძრაობას ამოძრავებს ზიზღი, სიძულვილი, ძალაუფლებაში დაბრუნების და რევანშიზმის დაუოკებელი სურვილი.
მეორე ტურის შემდეგ, უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მადლობას ვუხდი ბორის ჯონსონს და ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი ამხილეს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 48 901 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 630 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 271 PCR ტესტით.
ყველამ, კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ გაიგო, რომ საქართველო ერთგულია ნაკისრი ვალდებულებების და სწორედ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რაც დღევანდელი გლობალური სამყაროს, მსოფლიოს წინაშე დგას, მათ შორის, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის კუთხითაც, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
გამოწვევები ნათელია და მათი გადაწყვეტის გზებიც ცნობილია. ამ გამოწვევებს თვალი უნდა გავუსწოროთ და გავზარდოთ ნაკისრი ვალდებულებები, რათა მეტად ნაყოფიერი, სტაბილური და გამძლე საზოგადოებები გვყავდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.