ნიკა მელიას ტრაგიკომიკური კონგლომერატი მწარედ დამარცხდა, ხაზარაძე ვერ გახდება მერ მელიას მოადგილე. მაშინ სად მიდის, ე.წ.ალტერნატიულ მერიაში 'ვიცე-მერობანას' სათამაშოდ? დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობას გაურბის პარლამენტარის სტატუსით? - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს და ბრძოლას ქუჩაში განაგრძობს.
ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად. ამავდროულად, ჩვენ ვალდებული ვართ, ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიებიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეჯამებისას.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მედიას და საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები წარუდგინა.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი ენერგიით და ახალი, მომავალზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მიზნებით და მიდგომებით წარსდგება საზოგადოების წინაშე და ახალი ენერგიით შეუდგება ამ ქალაქისა და ქვეყნის საქმის კეთებას.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 36 193 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 784 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 409 PCR ტესტით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერის არჩევნებში 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1-ში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
ძალიან ბევრია საბრძოლველი ბოლო დღეებში, მაგრამ ახლა მინდა მთავარი გითხრათ, არც მეტი და არც ნაკლები ნურავინ, ნურავის ნუ მოვატყუებთ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, ძალიან დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე და თანამებრძოლებს ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის მზადებისკენ მოუწოდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერის არჩევნებში 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1-ში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
კენჭისყრის პროცესი დასრულდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%), – განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.