GUARDIAN.GE - გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტულმა „სოციალ-დემოკრატებმა“ ქვეყნის ფედერალურ არჩევნებში მცირეპროცენტიანი უპირატესობით გაიმარჯვა და კანცლერის პოსტიდან მიმავალი ანგელა მერკელის პარტია დაამარცხა, - იტყობინება BBC წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი დარწმუნებით აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, როგორ გააფორმონ საარჩევნო კომისიებში ოქმები.
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.
2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები 6-ჯერ ჩავატარეთ საქართველოში და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იქნა მიჩნეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვამაყობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წევრობით და იმ საქმით, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასრულებს კაცობრიობისთვის, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კვირის დასაწყისში შევიტყვეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მოწოდების შესახებ - გლობალური თანამშრომლობა გაიზარდოს ყველაზე მსხვილი გამოწვევების დასაძლევად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა გამოწვევებთან დაკავშირებით. კერძოდ, იმ პრობლემიდან გამომდინარე, რაც არის განპირობებული ოკუპაციით და მიმდინარე მცოცავი ანექსიით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში ყოვლისმომცველი იყო, მან ამბიციურ გეგმებსა და იმ ხელშესახებ პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღემდე ჰქონდა- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.